ექიზაშვილი ♥
Thursday, November 8, 2012
გალაქტიონ ტაბიძე
არა მარტო საქართველომ,არამედ მთელმა მსოფლიომ აღიარა გალაქტიონი,როგორც უდიდესი ქართველი პოეტი.მართლაც,დიდი ღვაწლი მიუძღვის მას ქართული პოეზიის შექმნაში.მართალია,მანამდეც იყვნენ ისეთი ქართველები,რომლებმაც აღაფრთოვანა ქართული საზოგადოება,მაგალითად,აკაკი,ილია,ვაჟა..მაგრამ, როგორც თავად პოეტი ამბობს, მან შემოიღო სრულიად ახალი,ინგტეგრირებული პოეზია,ანუ გაერთიანება იმ ყველაფრისა რაც მანამდე შექმნილა..გალაქტიონის ლექსები სრულიად განსხვავებულია სხვა გამოჩენილი მწერლების ლექსებისგან და ალბათ სწორედ ესაა იმის მიზეზი,რომ ბევრისთვის სამაგალითო პიროვნებაა ის.საქართველოში მას სახელი განთქმული აქვს როგორც "პოეტების მეფე".პოეტმა ახალი სიცოცხლე,განსხვავებული რიტმი,მრავალფეროვნება და საოცარი მოქნილება შესძინა იმდროინდელ პოეზიას.მიუხედავად,მ პატივისცემისა,რასაც მის მიმართ გამოხატავდნენ ქართველები მან სიცოცხლის ბოლო წუთები მარტოობაში გაატარა.სამწუხაროდ "პოეტების მეფემ" თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.ქართველი საზოგადოება დამწუხრებული მიაცილებდა მას უკანასკნელ გზაზე.და გასაკვირი არც არაფერია.როგორც ზემოთ ავღნიშნე დიდი პატივისცემით იყვნენ გამსჭვალულნი მის მიმართ.მისი "მთაწმინდის მთვარე","მერი" დღესაც ისევე უფორიაქებს გულებს, როგორც წინათ.და რადგან ჩვენგან უკვე წასულმა ხალხმა მას "პოეზიის მეფე" უწოდა,ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს უარვყოთ.. :))
Subscribe to:
Posts (Atom)